საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოდგილემ ნუდარ სურგულაძემ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში ის ადგილი მოინახულა, სადაც სამინისტროს დაფინანსებით ახალი, თანამედროვე სკოლა აშენდება.
სოფელი ხაჯალია ძირითადად შიდა მიგრაციის დროს მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული მოსახლეობითაა დასახლებული. სოფლის სკოლის ძველი შენობა 100 მოსწავლეზეა გათვლილი, ავარიულია და დღემდე არასდროს ჩატარებია სარემონტო სამუშაოები. სკოლაში სწავლება ორ ცვლად მიმდინარეობდა ვინაიდან, სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა 220-ია.
ახალი სკოლა 250 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და სრულიად ახალ ადგილზე აშენდება ვინაიდან, სკოლის ამჟამინდელი ავარიული შენობა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, რაც საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება.
მიმდანარე წელს სკოლა 14 მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 12-მა დაძლია საატესტატო გამოცდები, ხოლო ეროვნულ გამოცდებში 8 მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან საატესტატო გამოცდაზე მხოლოდ 6 სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს სხვადასხვა საგანში შეფასება 10, მათ შორის არის ხაჯალიის სკოლის მოსწავლეც. სკოლას ჰყავს სერტიფიცირებული პადაგოგი. (სულ ლანჩხუთში 9 სერტიფიცირებულია, მათ შორის ერთი ხაჯალიაში.
ახალი სკოლის შენობა თანამედროვედ აღიჭურვება, სკოლას ექნება სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სპორტული მოედანი.