საქართველოში მოქმედ პროფესიულ სასწავლებლებში USAID-ი სამი წლის განმავლობაში ახორციელებდა სხვადასხვა პროექტს კერძოდ: პროფესიული კოლეჯისთვის ”სპექტრი” USAID-ის პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნა რამდენიმე ასეული ათასი ლარის ღირებულების მძიმე ტექნიკა, მომზადდა სახელმძღვანელოები ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით, სასწავლებლებს გადაეცათ სხვადასხვა ლიტერატურა ტურიზმის სფეროში, გადამზადდა პედაგოგები, შეიქმნა დასაქმების ბაზა, დაარსდა მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში წარმატებული ბიზნესმენები და სხავადასხვა დარგის სპეციალისტები შედიან.
“იკაროსში” გამართული პრეზენტაციის მიზანი იყო სრულად წარმოეჩინა USAID-ის პროექტის მიღწევები საქართველოში, ის პროგრესი, რასაც პროექტის ფარგლებში პროფესიულმა კოლეჯემბა მიაღწიეს - განხორციელდა მზარეულთა, მიმტანთა და კონდიტერთა სწავლების პროცესის დემონსტრირება და პირდაპირი ჩართვა იმ კოლეჯებიდან, რომელთაც პროექტის ფარგლებში გაეწიათ დახმარება (გორის რაიონის სოფელი ხიდისთავი, ქუთაისი, ქობულეთი). ასევე მოხდა პროექტის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების გადაცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის.
პროექტის დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი ჯონათან კონლი, პროფესიული კოლეჯების დირექტორები, სხვადასხვა დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორები, პროფესიული განათლების პროექტის კონტრაქტორი კომპანიები.