მანდატურებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური
საჭიროების აღსაზრდელებს სიურპრიზი
მოუმზადეს. სამტრედიის სპეციალური
საჭიროების ბავშვები მანდატურებმა ქუთაისის „აკვაპარკში“ წაიყვანეს.
მოზარდები „აკვაპარკში“ მთელი დღის განმავლობაში ერთობოდნენ.
სამტრედიის №15 სკოლა–პანსიონში ქუთაისის სკოლის მანდატურების სტუმრობა კვლავაც
გაგძრძელდება, მათი მიზანია იზრუნონ სკოლის
მოსწავლეების და მსაწვალბელების
უსაფრთხოებაზე.
ქუთაისის სკოლის მანდატურები სამტრედიის
სკოლა-პანსიონის მოზარდებს
კიდევ ბევრ ლამაზ სიურპრიზს ჰპირდებიან.
სამტრედის №15 სკოლა-პანსიონში 11დან 16 წლამდე ასაკის 20 ვაჟი ცხოვრობს. სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი განაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის. პანსიონში ფუნქციონირებს სკოლა მე-4-დან მე-9 კლასის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში იხსნება დაწყებითი 1-3 კლასები.