პროგრამაში ჩართვა შეეძლო საქართველოს მოქალაქეს, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა და ფლობს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. კონკურსში მონაწილეობა 800-მდე კანდიდატმა მიიღო, პირველი ეტაპი ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს მოიცავდა, რომელიც 381 მონაწილემ წარმატებით დაძლია, ხოლო საბოლოოდ კომისიამ, გასაუბრების შედეგად, 186 კანდიდატი შეარჩია. შერჩეულ კანდიდატებს ინტენსიური ტრენინგი ქ. ქუთაისში ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში შემდეგ საგნებში ჩაუტარდებათ: სწავლისა და განვითარების თანამედროვე მეთოდები, კულტურული მრავალფეროვნება და თანაცხოვრება და ბილინგვური სწავლება.
მომზადებული პედაგოგები სექტემბრში სამცხე- ჯავადეთში, ქვემო ქართლში და კახეთში გაემგზავრებიან, სადაც ადგილობრივ ოჯახებში იცხოვრებენ, ერთი აკადემიური წლის მანძილზე დარჩებიან რეგიონში და არაქართულენოვან სკოლებში იმუშვებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო პროგრამის მონაწილე ბაკალავრებს, ერთი აკადემიური წლის მუშაობის სტაჟის საფუძველზე, მაგისტრატურას სრულად დაუფინანსებს. აგრეთვე მონაწილეებს, რომლებსაც მასწავლებლის სასერთიფიკატო გამოცდებში მონაწილეობის მიღება და პედაგოგიური პრაქტიკის გაგრძელება სურთ, პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთწლიან სამუშაო სტაჟში უთვლის.
პროგრამის მონაწილეთა მეორე ნაკადისთვის შერჩევა სექტემბრიდან განახლდება.