გრძელდება წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.
2010-2011
წლისათვის სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონში 40 ოქროსა და 54 ვერცხლიმედალოსანია.
მედლების გადაცემა ქალაქ ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში განხორციელდა.
პრეზიდენტის ინიციატივით, მოსწავლეთა წახალისების მიზნით, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ”წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების”
ქვეპროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 2010-2011 წლისათვის 877
ოქროსა და 1122 ვერცხლის მედალი გაიცემა.
მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ”ეროვნული სასწავლო გეგმით” რეგულირდება. 2010-2011 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისათვის სახელობითი ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა. სახელისა და გვარის გარდა მათზე მითითებულია შესაბამისი წელი.