საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოებას. ამჯერად, მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და ქალქა ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, იმერეთის რეგიონის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.
2010-2011 წლისათვის იმერეთის რეგიონში 150 ოქროსა და 198 ვერცხლიმედალოსანია. მედლების გადაცემა ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში განხორციელდა.
ნოდარ სურგულაძის განცხადებით, კარგი სწავლისთვის წარჩინებული მოსწავლეების მედლებით დაჯილდოება მათი შრომის დაფასება და პირველი დიდი წარმატებაა. წახალისების ეს ფორმა ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას და სწავლისადმი ინტერესს.
პრეზიდენტის ინიციატივით, მოსწავლეთა წახალისების მიზნით, საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო, ”წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” ქვეპროგრამას რამდენიმე
წელია ახორციელებს, მის
ფარგლებში 2010-2011 წლისათვის 877 ოქროსა და 1122 ვერცხლის მედალი
გაიცემა.
მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ”ეროვნული სასწავლო გეგმით” რეგულირდება. 2010-2011 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისათვის სახელობითი ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა. სახელისა და გვარის გარდა მათზე შესაბამისი წელია მითითებული.