კალათბურთში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეგობრობის თასზე ორდღიანი ტურნირი გაიმათა. ერთმანეთს პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილე უცხოელი პედაგოგების, სამინისტროს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ამერიკის მშვიდობის კორპუსის გუნდები შეხვდნენ.
ტურნირის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოში ამერიკის მშვიდობის კორპუსის დირექტორი რიჩარდ რეკორდი ესწრებოდნენ.
მონაწილეთა აზრით, ასეთი ღონისძიებები სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს, ამიტომ ტურნირი ტრადიციული გახდება და ყოველ წელს გაიმართება.
შეჯიბრის დასასრულს, გაარჯვებულ გუნდს სამინისტროს თასი გადაეცა. სამახსოვრო საჩუქრები მიიღო ყველა მონაწილე გუნდმა.