28.08.2011
მანდატურებმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული „მომავლის სკოლის“
აღსაზრდელებს მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში მანდატურებმა 40-მდე
მოზარდს საჩუქრები გადასცეს. მათი თქმით, მსგავს აქციებში მონაწილეობის
მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ერთი დღე
გაულამაზონ. მსგავსი სახის აქციებს მანდატურები მომავალშიც გააგრძელებენ.