03.09.2011
მინისტრმა წალენჯიხის რაიონის რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა
2011-2012 სასწავლო წელს წალენჯიხის რაიონის 1700-მდე მოსწავლე რეაბილიტირებულ შენობებში განაგრძობს სასწავლო პროცესს. მიმდინარე წელს წალენჯიხის რაიონის 8 სკოლას სრული სარეაბილიტაციო სამუშოები ჩაუტარდა. აშენდა ახალი სასწავლო კორპუსები, რომელთაგან 7 სკოლა აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს. წალენჯიხის რაიონის სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაათვალიერა.
დიმიტრი შაშკინმა სრულად რეაბილიტირებული ქ. ჯვარის №1 საჯარო სკოლა მოინახულა. სკოლაში მთლიანად განახლდა ინფრასტრუქტურა, გაკეთდა გადახურვა, დაიგო ახალი იატაკი, შეიღება ჭერი, მოწესრიგდა სველი წერტილები, ელექტრობა, გამოიცვალა კარები და დამონტაჟდა გათბობის სისტემა. ამ ეტაპზე იღებება შესასვლელი, საკლასო ოთახები, კიბის უჯრედები და დერეფნები.
სკოლას აქვს თანამედროვე ტიპის კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა (საცავით). წელს, პროგრამა ”აინშტაინის” ფარგლებში, სკოლას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე ლაბორატორია გადაეცა. ახლი სასწავლო წლიდან სკოლის მოსწავლეებს ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის გაკვეთილები თანამედროვედ აღჭურვილ ლაბორატორიებში ჩაუტარედებათ.
ახალი სასწავლო წლისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 4 სკოლა შენდება, ხოლო 42 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება.