რეგიონში სახელმღვანელოების ჩატანის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი დაესწრო.
გიორგი ჩახნაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლე, რომლებიც 2011 წლის 15 სექტემბერს სკოლაში გამოცხადდებიან, სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ.. ამ მიზნით, სახელმწიფომ 8 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც 800 000 სასკოლო სახელმძღვანელო იქნა შეძენილი.
პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები, რომელთა ოჯახისთვის მინიჭებული ქულა 70 ათასის ქვემოთაა, ყველა სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებენ. სახელმძღვანელოები ასევე გადაეცემათ მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, რომელთა ოჯახების ქულა 57 ათასის ქვემოთაა.
სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები მომავალ წელს სასკოლო ბიბლიოთეკებში დარჩება და მათი გამოყენება სხვა მოსწავლეებსაც შეეძლებათ. აღნიშნული პროცესით სასკოლო ბიბლიოთეკები ეტაპორბივად შეივსება.