04.09.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს ახალი სასწავლო
წლის დაწყებასთან დაკავშირებული სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ჟურნალისტებისათვის ორგანიზებულ სემინარზე
მინისტრმა სამინისტროს 2011 წლის სექტემბერ-დეკემბრის
მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა, დეტალურად შეეხო შემდეგ თემებს:
- სახელმძღვანელოები სოციალურად დაუცველი ყველა
მოსწავლისთვის;
- სახელმძღვანელოების დაბალი ფასები და
ხელმისაწვდომობა;
- ახალი სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების გახსნა;
- საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესება;
- E-strategy - ელექტრონული სტრატეგია;
- 60 000 ნეტბუკი საჩუქრად პრეზიდენტისგან ყველა
საჯარო სკოლის პირველკლასელს და მათ დამრიგებელს;
- 1000 პორტატული კომპიუტერი სახელმწიფოსგან
წარჩინებულ მოსწავლეებს;
- პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება და
ხელფასების ზრდა; ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა;
- საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების
გაძლიერება;
- ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება;
- ქართული ენის სწავლების გაძლიერება;
- მანდატურების კვალიფიკაციის ამაღლება;
- პროფესიული სწავლების ხელშეწყობა;
- უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი პროფესორების
ჩამოყვანა;
- მილენიუმის სასწავლებლის მშენებლობა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა
და ჟურნალისტების ყველა შეკითხვას პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უპასუხა.
საინფორმაციო შეხვედრა ჟურნალისტებთან
ორგანიზებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.