14.09.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.
2010-2011 წლისათვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 10 ოქროსა და 17 ვერცხლიმედალოსანია. მედლების გადაცემა წეროვანის №3 საჯარო სკოლაში განხორციელდა.
პრეზიდენტის ინიციატივით, მოსწავლეთა წახალისების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ”წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” ქვეპროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს, მის ფარგლებში 2010-2011 წლისათვის 877 ოქროსა და 1122 ვერცხლის მედალი გაიცემა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სულ 85 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. ბევრ მათგანს წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. მოხდა სკოლების სახურავების შეკეთება და განახლება, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემები. სკოლები აღიჭურვა ახალი მერხებითა და დაფებით.
წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლებს სულ 1015 პირველკლასელი შეემატება, რომლებსაც ახალი სასწავლო წლის დაწყებმადე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათთვის განკუთვნილ ბუკებს გადასცემს.