საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ და საქართველოს განვითარების სააგენტოს - ”ალიანსი ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა” - დამფუძნებელმა ლიანა სირაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე დაესწრო.
მემორანდუმის მიზანი ბავშვთა და მოზარდთა ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობაა.
ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის კონცეფციის საერთო სტრატეგია მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრებისთვის მომზადებას უზრუნველყოფს. სტრატეგია ასევე დაეხმარება პედაგოგებსა და მშობლებს მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციაში.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი აქტივობის განხორციელება, კერძოდ: