საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე 4200 აბიტურიენტი, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 46, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კი 304 აბიტურიენტი ჩაირიცხა. დღეისათვის თსუ–ში 22 000–მდე სტუდენტი სწავლობს.