საქართველოში ვიზიტად მყოფი რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდნენ. პარტიების ,,სოლიდარობის’’, ,,რუსეთი კორუფციისა და განუკითხაობის გარეშე’’, ,,საერთაშორისო ამინისტიის’’ წევრები და პოლიტიკური ექსპერტები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდნენ და მასთან ერთად ახლად გახნილი მასწავლებლის სახლი დაათვალიერეს.
,,მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები მსოფლიოს მასშტაბით გამოხმაურებას ჰპოვებს, და თავისთავად აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის პროგრესული ძალები საქართველოში ვიზიტის დროს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდნენ. საამაყოა, რომ ქართული მოდელი სამაგალითოა’’ - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
სტუმრებმა მასწავლებლის სახლის უნიკალური ფიზიკის ლაბორატორია, დისტანციური სწავლების ცენტრი დაათვალიერეს, დაესწრნენ მასწავლებელთა ტრენინგებს. მათ CAT-ის საატესტატო გამოცდების, სკოლის მანდატურების, პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’და სხვა ინციატივების შესახებ ინფორმაცია პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან მიიღეს.