”კავკასიის მედიის სკოლას” წელს კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება ჰყავს. ორმაგი ხარისხის პროგრამის ოც კურსდამთავრებულს ”კავკასიის უნივერსიტეტის” დიპლომის პარალელურად ჩესტერის, გრენობლის და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტების დიპლომები გადაეცათ.
ღონისძიების ფარგლებში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორს ანდრეს კეევალიკს, მედიცინისა და ნევროლოგიის ასოცირებულ პროფესორს კენეტ ვოლკერს და Maybank Industries-ის პროგრამული განვითარების ვიცე-პრეზიდენტს დევიდ შიმფს.
წელს ”კავკასიის უნივერსიტეტს” მაგისტრატურაზე - 21, ხოლო ბაკალავრიატზე - 269 კურსდამთავრებული ეყოლება. მათგან 179 ბიზნესის სკოლის, 74 - სამართლის სკოლის, 16 კი - მედიის სკოლის საბაკალავრო პროგრამების კურსს ასრულებს. კურსდამთავრებულთა ეს რაოდენობა ”კავკასიის უნივერსიტეტის” ისტორიაში უპრეცედენტოა.