2011 წლიდან, მეთორმეტე კლასელები, რომელთაც ატესტატის აღება და უმაღლესი განათლების მიღება სურთ, საგამოცდო ცენტრებში არა ოთხ, არამედ, ათ გამოცდას ჩააბარებენ. მოსწავლე, რომელიც მინიმალური კომპენტენციის ზღვარს ვერ გადალახავს და ატესტატს ვერ მიიღებს, მას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საშუალებას აძლევს საგნები მომდევნო წელს უფასოდ გადააბაროს. ხოლო მოსწავლეებს, რომლთაც უმაღლესში ჩაბარება არ სურთ და მხოლოდ ატესტატის აღება უნდათ, ასეთები რეგისტრაციას ცალკე გაივლიან. საგამოცდო ცენტრებში გამოცდები 2011 წლის ივლისში ჩატარდება.
გამოსაშვები გამოცდების გარდა, მოსწავლეთა მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია თუ რა სიახლეებია მოსალოდნელი სახელმძღვანელოების შეცვლასთან დაკავშირებით და რა ღონისძიებები გატარდება სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, მათ შორის საბუნიბისმეტყველო საგნებისთვის ლაბორატორიების აღდენის თვალსაზრისით. დიმიტრი შაშკინის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმის მეორე ეტაპზე ყველა იმ ხარვეზს აღმოფხვრის, რაც საგანმანათლებლო სფეროში არსებობს.