საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ქვემო ქართლის საჯარო სკოლების 70-მდე მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს. კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც 2010-2011 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
ღონისძიება რუსთავქალაქობის ფარგლებში რუსთავის განახლებულ თეატრში გაიმართა და მას ბევრი საპატიო სტუმარი ესწრებოდა. ამავე დღეს მინისტრის პირველმა მოადგილემ და გუბერნატორმა წარჩინებული მოსწავლეები სპექტაკლის პრემიერაზე მიიწვიეს. რუსთავის თეატრში სეზონი გრიგოლ რობაქიძის მოთხრობა ”ლამარას” მიხედვით დადგმული სპექტაკლით ”გველისმჭამელი” გაიხსნა.
საქართველოს მაშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა პორტატული კომპიუტერებით დასაჩუქრების პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება და წელს პირველად, მოსწავლეებს საქართველოში დამზადებული კომპიუტერები გადაეცათ.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და სამინისტროს მხრიდან ყველა ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოზარდი იქნება წახალისებული.