სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯი გახსნეს.
პროფესიული კოლეჯი საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ”ლაზარეს” საქმიანობიდან გამომდინარე შეიქმნა. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ფონდი რამოდენიმე წელია პროფესიულ სახელობო პროგრამებს სოციალურად დაუცველ მოზარდებს ასწავლის.
2010 წელს მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის საგანმანათლებლო პროფესიული კოლეჯი დაარსდა და ამით ფონდის საქმიანობა სახელმწიფოს ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში მოექცა. 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სასწავლებელს ავტორიზებული კოლეჯის სტატუსი მიენიჭა.
კოლეჯი ახალი სასწავლო წლიდან ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას, სადაც ამოქმედდა. კოლეჯი სამინისტროს მიერ აღიარებულ შემდეგ პროფესიულ მიმართულებებს ახორციელებს: ოფისის მენეჯერი, მასაჟისტი, კორესპონდენტი, ექთნის თანაშემწე (მომვლელი, ძიძა, გერიატრი), ბუღალტერი, გიდი, მემინანქრე.