საქარათველოს პრემიერ-მინისტრი მასწავლებლის სახლში საჯარო სკოლების პედაგოგებსა და დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა მთავრობის 10 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა.
ნიკა გილაურმა სერტიფიცირებულ მასწავლებლებსა და სკოლების დირექტორებს 10 პუნქტიანი გეგმა სრულად გააცნო და ყურადღება მის ერთ-ერთ პუნქტზე, განათლებაზე გაამახვილა. პრემიერ-მინისტრმა გაზრდილ ხელფასებზე ისაუბრა და 1000 ლარიან პედაგოგებს კიდევ ერთხელ მიულოცა გამოცდების წარმატებით ჩაბარება. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა სერტიფიცირება და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება განათლების სიტემაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალში მასწავლებლებს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს პროფესიული ზრდისთვის და გაუუმჯობესებს სამუშაო პირობებს.
შეხვედრას ის პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებმაც სერტიფიცირება პროფესიულ უნარებსა და საგნობრივ ნაწილში, ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და საუკეთესო 25%-ში მოხვდნენ. მათი ხელფასი დღეს უკვე 1000 ლარია. სერტიფიცირების გავლის შემდეგ პედაგოგის ხელფასი 75 ლარით იზრდება. მენტორობის შემთხვევაში კი მასწავლებელს ხელფასზე 180 ლარიანი დანამატი აქვს. გარდა ამისა იმ პედაგოგებს, რომლებიც სერტიფიცირების შემდეგ ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებულ გამოცდას ჩააბარებენ ხელფასი 200 ლარით გაეზრდებათ.