საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გურამ მესაბიშვილმა რეგიონის საჯარო სკოლების 110 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს. კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც 2010-2011 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს. ღონისძიება ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა.
2011 წელს პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2010-2011 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს მომავალშიც წაახალისებს.
საქართველოს მასშტაბით წელს კომპიუტერებით სულ 1108 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.