საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საზოგადოებისათვის საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმის გაცნობას განაგრძობს. ამ მიზნით მინისტრი მასწავლებლის სახლში ქვემო ქართლის რეგიონის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინი სწავლის ხარისხის გაუმჯობესების, საერთაშორისო სტანდრტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, განათლების სფეროში განხორციელებულ ყველა სიახლეს შეეხო და იმ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, რასაც საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთავრობის მხარდაჭერით გეგმავს.
დიმიტრი შაშკინმა შეხვედრაზე მყოფ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება მიულოცა და პედაგოგთა სერტიფიცირებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებასა და გაზრდილ ხელფასებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალში მასწავლებლებს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს პროფესიული ზრდისთვის და გაუუმჯობესებს სამუშაო პირობებს.
მინისტრი მოსწავლეების წახალისების მიზნით განახორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კვლავ გაგრძელდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სკოლებში, ყველა მეათეკლასელი, რომელიც სრულ ათებზე დაამთავრებს საბაზო საფეხურს, საატესტატო გამოცდებზე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს კომპიუტერებით დასაჩუქრდებიან, ოლიპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები ენის საზაფხულო ბანაკებში გაემგზავრებიან, წარმატებულ კურსდამთავრებულებს მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ და სხვ.
შეხვედრის დასასრულს მინისტრმა დასმულ შეკითხვებს უპაუხა.