07.11.2011
სამტრედიის სკოლა პანსიონში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ხატვის კონკურსი ჩაატარა.
15 აღსაზრდელის ნამუშევრები გამოცდილ მხატვრებთან ერთად მანდატურებმაც შეაფასეს და სამი გამარჯვებული გამოავლინეს. საპრიზო ადგილი აღსაზრდელთა ყველაზე პატარა წევრს 5 წლის რიკარდო თავართქილაძეს ხვდა წილად, რომელმაც საკონკუსო ნამუშევრად ოჯახის თემა შეარჩია.
მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად, კომპანია ბარამბოს ტკბილეულიც გადაეცათ. მანდატურის სამსახური ხატვის კონკურსის ჩატარებას სხვა სკოლებშიც გეგმავს.