დღეს კი აღნიშნულ კლასში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გასვლითი შეხვედრა გამართა. მან განათლების ახალი ბიუჯეტი და მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა განათლების სისტემის წარმომადგენლებს გააცნო. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სკოლების დაფინანსების კუთხით განხორციელებულ ცვლილებაზე, განიხილა განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, სიახლეები და სამომავლო გეგმები.
2011 წელს შეიცვალა სკოლის დაფინანსების ვაუჩერის ფორმულა, რომელმაც აღმოფხვრა დეფიციტური სკოლები და შესაბამისად, სწორი მოტივაცია მისცა სკოლის დირექტორებს ხარჯების ოპტიმიზაციისათვის და საუკეთესო მასწავლებლების მოზიდისთვის.
ნიკა გილაურის განმარტებით, 2011-2015 წლებზე გათვლილი მთავრობის სამოქმედო გეგმის მიხედვით, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს პროექტებს, რომლებიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდრტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგას, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას ემსახურება.
გაგრძელდება პედაგოგთა სერტიფიცირება, შესაბამისად გაიზრდება მათი ხელფასები, მომავალში მასწავლებლებს კიდევ უფრო მეტი საშუალება მიეცემათ პროფესიული ზრდისთვის, გაუუმჯობესდებათ სამუშაო პირობები.