იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს მთავარი მიმართულებაა ეროვნული სასწავლო გეგმის, კურიკულუმების შემუშავება. მასში 28 ქვეყანა შედის, რომლებიც ექსპერიმენტებსა და გამოდილებებს მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს.
წელს, საქართველო პირველად შევიდა ამ ქვეყნების რიგში და 2 წლით დაიკავებს აღნიშნულ პოზიციას. ამიერიდან, ქართველ ექსპერტებს საშუალება ექნებათ აქტიურად იმუშაონ ამერიკელ, შვეიცარიელ, ნორვეგიელ და სხვა ქვეყნების ექსპერტებთან ერთად 2008-2013 წლების ეროვნული სასწავლო პროგრამების სტრატეგიაზე.
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საუბრისას აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისათვის ამ პოზიციის დაკავება დიდი პასუხისმგებლობა და პრესტიჟია. ეს არის იუნესკოს მხრიდან იმ რეფორმების აღიარება რასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს.