საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კემბრიჯის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია და განათლების გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
მინისტრმა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო . კემბრიჯის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერშიც, რომელსაც 2000 სტუდენტი და განათლების საკითხებით დაინტერესებული პირები ადევნებდნენ თვალს, მათ შეეძლოთ მოესმინათ მინისტრისთვის და დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ყურადღება გაამახვილა ზოგადი განათლების სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოში სწავლის ხარსიხის ამაღლებაზე, საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნასა და ჩამოყალიბებაზე. აგრეთვე, ისაუბრა, ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცაა ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” , რომლის ფარგლებშიც წელს 1500 ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგი ჩამოდის საქართველოში.
”საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. არამარტო მეზობელი ქვეყნების მხრიდან, ასევე დიდ ბრიტანეთის მხრიდანაც. ძალიან მნიშვნელოვანია,რომ მე მქონდა ასეთი შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტის-კემბრიჯის სტუდენტებთან მესაუბრა იმ წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც განხორცილედა ჩვენს ქვეყანაში.”-ამბობს დიმიტრი შაშკინი.