2010 წლის ბოლოს ინტერნეტით მინიმუმ 1428 საჯარო სკოლა და საგანმანათლებლო რესურცენტრი იქნება უზრუნველყოფილი. შედეგად, ინტერნეტით სარგებლობა მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 75%–ს შეეძლება. 2011 წლის გაზაფხულზე კი ყველა საჯარო სკოლასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრს მაღალი ხარისხის ინტერნეტი ექნება.
,,ერთიანი სამთავრობო ქსელის” (GGN) პროექტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შპს ,,მაგთიკომსა” და სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო”-ს შორის 2009 წელს ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულება შესაძლებლობას გვაძლევს ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლისათვის ხელმისაწვდომი იყოს ერთიანი საგანმანათლებლო ქსელი.
მიმდინარე ეტაპზე ინტერნეტით უზრუნველყოფილია უკვე 600-მდე საჯარო სკოლა. დღევანდელი მდგომარეობით სკოლაში ინტერნეტი ხელმისაწვდომია მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 50%-ისათვის. სკოლების ერთიან მართვის ცენტრთან შეერთების სიჩქარე არის საკმაოდ მაღალი.
ქსელში ჩართული ორგანიზაციების მუშაობის მონიტორინგს, სტატისტიკასა და ანალიზს ახორციელებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.