პროექტი ორგანიზაციამ „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ნატოს საზოგადოებრივი
დიპლომატიის სამსახურის დაფინანსებით
განახორციელა.
პროექტში ცხრა უმაღლესი სასწავლებელის 30-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. კონკურსის მიზანი იყო ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაინტერესებულ სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება, მათი ჩართულობის გაზრდა და ამ მიმართულებით წახალისება.
კონკურსში მონაწილეობა იმ ახალგაზრდებს შეეძლოთ, რომლებსაც ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაცული ნაშრომების საფუძველზე, უკვე მინიჭებული აქვთ ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი.