საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ შიდსთან
ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის "არჩევანი
შენზეა" გამარჯვებული ათი საუკეთესო სლოგანის ავტორები
დააჯილდოვა, ასევე მან სპეციალური პრიზები
და სერტიფიკატები გადასცა პროექტში მონაწილე სკოლების დირექტორებსა და აქტიურ
მასწავლებლებს.
პროექტი "არჩევანი შენზეა" "საქართველოში აივ პრევენციის პროექტის"
ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და იგი ორგანიზაციამ "ახალი თაობა-ახალი ინიციატივა
"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განახორციელა.
პროექტი განკუთვნილი იყო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებისათვის და ითვალისწინებდა მათ ჩართვას სხვადასხვა სახის ინტერნეტ კონკურსებში (ეროვნული კონკურსი "გააკეთე სწორი არჩევანი!", სლოგანების კონკურსი, ფოტოკონკურსი) და აქტივობებში (მოკლე თეატრალური წარმოდგენების კონკურსი და შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მარათონი).
კონკურსების მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისება; ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აივ ინფექციისა და მავნე ჩვევების (ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი) უარყოფითი მხარეების შესახებ; ასევე მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების დახვეწა და განვითარება.