კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ,,აისი” სტუდენტთა მიერ პრაქტიკული მეცადინეობების დროს წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, საკონსერვო ნაწარმის, ღვინოების, ხისა და თექის ნაწარმის წინასაახალწლო გამოფენა-ბაზრობა გაიმართა, გამოვლინდა ბრენდები და დასაჩუქრდნენ წარმატებული სტუდენტები და მასწავლებლები. აქვე გახდა ცნობილი რომ პროფესიული კოლეჯის "აისი" და ქობულეთის პროფესიული კლეჯის "ახალი ტალღა" ტუროპრერატორების ინიციატივით დაარსედება ორი ტურისტული კომპანია, სადაც ამ ორი კოლეჯის კურსდამთავრებულები დასაქმდებიან და მოიზიდავენ არამხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ ტურისტებსაც.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საელჩოების, ადგილობრივი ხელისუფლების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტის, გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვის ორგანიზების მიზანი იყო მომავალ სტუდენტთა, დამსაქმებელთა, დონორთა მოზიდვა, ასევე ცნობადობის, იმიჯის, დაფარვის ზონისა და ფინანსური შემოსავლის გაზრდა. ღონისძიება საქველმოქმედოც იყო და მიღებული შემოსავლის 5% მოხუცთა თავშესაფარს გადაერიცხა.
მინისტრის განცხადებით, ანალოგიური ღონისძიებები ხელს შეუწყობს დასაქმებაზე ორიენტირებული პროფესიული სწავლების განვითარებას, მოქალაქეთა პროფორიენტაციასა და დამსაქმებელთა დაინტერესებას.