განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სკოლის დირექტორებთან განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე, სკოლებში არსებულ კონკრეტულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
დირექტორებთან შეხვედრაზე მინისტრი რამდენიმე მნიშვნელოვან თემას, მათ შორის სკოლების ბრენდირების საკითხს შეეხო, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ჯანსაღ კონკურენციას ითვალისწინებს. თბილისისა და რეგიონების სკოლებში ბრენდირება ინდივიდულური იქნება და ამ პროცესში სკოლების დირექტორები და მასწავლებლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი.
შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტით ჩანაცვლებაზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და 2010-2011 წლებში განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე. დიმიტრი შაშკინმა დირექტორების მხრიდან პრობლემები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.