სტუმრებმა სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს საჩუქრად ტელევიზორი, ტკბილეული და სხვადასხვა სათამაშოები ჩაუტანეს, მათთან ერთად საახალწლო ზეიმს დაესწრნენ და სკოლის აღსაზრდელების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც დაათვალიერეს.
ქუთაისის №42-ე ყრუ-მუნჯთა სკოლა-პანსიონში სულ 38 ბავშვი სწავლობს. სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უკვე მეორე წელია ამ სკოლაზე პატრონაჟი აქვს აღებული, ცენტრის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ სკოლის აღსაზრდელებს და მათ საჭირო ნივთებით ასაჩუქრებენ. გარდა ამისა, ცენტრი სკოლას სხვადასხვა აქტივობების განხორციელებაშიც ეხმარება.