მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. პატარებს საჩუქრად სათამაშოები და ტკბილეული გადაეცათ.
ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონში განსაკუთრებული საჭიროების მქონე 34 ბავშვი სწავლობს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს სკოლა-პანსიონზე პატრონაჟი აქვს აღებული და მას სხვადასხვა ფორმით ეხმარება. ცენტრი მსგავსი აქციების მოწყობას მომავალშიც გეგმავს.