პროექტის ინიციატორია საერთაშორისო ფონდი „წამი“, რომელიც აღნიშნულ პროექტს 2009 წლიდან ახორციელებს. მის ფარგლებში წელს დაგეგმილია დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში ლექცია-სემინარების ჩატარება ისეთ თემებზე როგორიცაა: დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება, ტოლერანტობა, გენდერული თანასწორობა, შრომის პატივისცემა, ყოფითი კულტურა, ბუნების დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოება. ლექცია-სემინარების დასრულების შემდეგ, თითოეულ სკოლაში კონკურსანტებს ეძლევათ 1 კვირა მათთვის საინტერესო თემაზე ინფორმაციის მოსაძიებლად და დასამუშავებლად. სამუშაოს შესრულების შემდეგ სკოლებში ჩატარდება კონკურსი სხვადასხვა ნომინაციაში.
კონკურსში მონაწილეობის ფორმები და გამოხატვის საშუალებები თავისუფალია (ფოტო,წერილობითი,სახვითი
და სხვ). ნამუშევრების შესაფასებლად და გამარჯვებულთა გამოსავლენად შეიქმნება სპეციალური კომისია (კომისიის
შემადგენლობა: ფონდი „წამი“, თბილისის მერია, განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო). მოხდება კონკურსში გამარჯვებულთა საზეიმო
დაჯილდოება ფასიანი საჩუქრებით და გაიმართება დასკვნითი კონცერტები თანამედროვე და
ფოლკლორული მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით. დამზადდება სტენდები, რომლებიც საჩუქრად გადაეცემა სკოლის
არქივს. სასწავლო წლის ბოლოს,
კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის
მოეწყობა საზაფხულო სოციალური ბანაკი, სადაც მათ ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები და ტრენინგები. მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ლაშქრობები და შეჯიბრებები. პროექტის დასრულების შემდეგ,
მონაწილეებს გადაეცემათ
სერთიფიკატები და მომზადდება პროექტის შემაჯამებელი ჟურნალი, სადაც შევა საუკეთესო ნამუშევრები და პროექტის მიმდინარეობის ამსახველი
ფოტოები.