საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდას საჯარო სკოლის უცხოელ მოხალისე მასწავლებელს ბრიტანი თოლარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახლში ეწვია და ახალი წელი პირადად მიულოცა.
ბრიტანი თოლარი განათლების ადმინისტრირების მიმართულებით მაგისტრის ხარისხს ფლობს, აქვს მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, საქართველოში პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში გასულ წელს ჩამოვიდა და საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდას საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად ასწავლის.
მოხალისე პედაგოგი ჩართულია როგორც სასკოლო ისე, კლასგარეშე ღონისძიებების ორგანიზებაში. მისი გაკვეთილები ინტერაქტიურობით გამოირჩევა, კარგ შედეგებს აღწევენ ბრიტანი თოლარის მოსწავლეებიც. ამერიკელი მოხალისე დიდი სიყვარულით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაშიც, იგი მათ სკოლიდან თავისუფალ დროს ინგლისური ენის დაუფლებაში ეხმარება.
განათლების სისტემაში
მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ 2010 წელს ახალი პროექტის - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან
ერთად” ("Teach and Learn with Georgia") განხორციელება დაიწყო, რომელიც
საქართველოში ინგლისური ენის სწავლების განვითარებასა და ხელშეწყობას ითვალისწინებს.
პროექტის წარმატებით განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისათვის,
რადგან ისინი ინგლისური ენის უკეთ დაუფლების კვალდაკვალ, აქტიურად ეცნობიან და იზიარებენ
დასავლურ ღირებულებებსა და კულტურას.
Video