საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ბათუმის ხალხური ცეკვის მოსწავლეთა ქორეოგრაფიული ანსაბლი „ხორუმი“ რამდენიმე კვირის წინ მალტაში გაემგზავრა. მალტის უნივერსიტეტში ანსამბლის 70 წევრი, რომლებიც ბათუმის საჯარო სკოლების სხვადასხვა კლასების მოსწავლეები არიან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში ინგლისურ ენას გაძლიერებულად სწავლობენ.
მოსწავლეები ინგლისურ ენას სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით დაჩქარებული მეთოდით სწავლობენ. ასევე ეცნობიან ქვეყნის ღირშესანიშნაობებს და ტრადიციებს. უცხოელ თანატოლებთან ერთად მონაწილეობენ სპორტულ ღონისძიებებში. ანსაბლ „ხორუმის“ წევრების მალტაში ვიზიტის ორგანიზებაში სამინისტროს დახმარება მალტის საერთაშორისო კულტურის ასოციაციის წარმომადგენელმა კომპანიამ გაუწია.
საქართველოს პრეზიდენტი ცეკვის ანსაბლ ”ხორუმს” 2004 წლიდან უწევს პატრონაჟს. 2004 წელს ანსაბლს არ ჰქონდა დარბაზი, ფორმები, დღეს ანსაბლს საკუთრი სტუდია აქვს, ანსაბლის წევრების საცეკვაო კოსტიუმებზე აჭარის მთვრობა ზრუნავს, წელიწანდში სამჯერ პატარა მოცეკვავეები საზღვარგარეთ მართავენ კონცერტებს.