შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. კონგრესმენი განსაკუთრებით განათლების სისტემაში დანერგილი სიახლეებითა და ამ სფეროში დაგეგმილი მომავალი რეფორმებით დაინტერესდა. როგორც მან აღნიშნა - საქართველო თავის რეგიონში, დემოკრატიის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების მხრივ, ერთ-ერთი წამყვანი და სამაგალითო ქვეყანაა. კონგრესმენმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.
ჯონ ბეინერმა დიმიტრი შაშკინთან შეხვედრის დეტალები საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე
განათავსა და შეხვედრას პროდუქტიული უწოდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკის კონგრესში სხვა კონგრესმენებსაც შეხვდა და საქართველოში
მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.
Video