”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში მოსწავლეებმა დაწერეს თავისუფალი თემა ,,ჩემი თვალით დანახული 25 თებერვალი”. ერთ-ერთი გოგონას თემა ასე იწყება: ,,ჩემთვის და ჩემი თაობისთვის 1921 წლის 25 თებერვალი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო”...
სემინარის ორგანიზატორების განცხადებით, აუცილებელია ამ თაობამ გაითავისოს, ანალიტიკურად თუ ემოციურად აღიქვას 1921 და 2008 წლებში განვითარებული მოვლენები და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს, რათა არ განმეორდეს წარსული.