საერთაშორისო გამოფენა 2012-ი 2 მარტს ბათუმში გაიხსნა და მასში დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის მაღალი დონის უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლა-პანსიონები და ენის სკოლები მონაწილეობენ.
გამოფენა მონაწილეებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ თავიანთი სკოლა, კოლეჯი, ინსტიტუტი და პირადად შეხვდნენ პოტენციურ კლიენტებს. საქართველოს მოქალაქეები და მათი მშობლები კი, პირადად ხვდებიან და ესაუბრებიან ამა თუ იმ სკოლის წარმომადგენლებს, დეტალურად ეცნობიან ინსტიტუტში ჩარიცხვის პროცედურებსა და სტიპენდიების მოპოვების გზებს. იგებენ უახლეს ინფორმაციას ენის სკოლებზე, საზაფხულო კურსებზე, სკოლა–პანსიოენებსა და უმაღლეს სასწავლებლებზე.
საერთაშორისო გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და მას კომპანია ”UK Bridge-სწავლა საზღვარგარეთ” უკვე მეორე წელია მასპინძლობს.