ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული
პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით, ბაზალეთზე
ალტერნატიული სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება.
დედაქალაქის მერთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ცენტრის დაპროექტებას თბილისის მერია უზრუნველყოფს.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად, ნარკოდანაშაულის რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. ნარკომომხმარებელთა ასაკი ხანდაზმული გახდა და სკოლის ასაკის მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს ფაქტი განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელებული კომპლექსური პროექტების შედეგია.
მიუხედავად არსებული ვითარებისა, ნარკომანია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, აქედან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთავრობასთან და სხვა უწყებებთან ერთად აგრძელებს მუშაობას მოზარდებს შორის დანაშაულისა და ნარკომანიის პრევენციის კუთხით.