09.03.2012
2010 წლიდან ორგანიზაცია PH International საქართველოში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს. პროექტი, რომლის მიზანია სასკოლო სამოქალაქო განათლების ხარისხის ამაღლება და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება.
პროგრამა 500-ამდე სკოლაში ხორციელდებოდა. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხრიდან გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა პროექტში დამატებით 260 სკოლის ჩართვა. ახლა პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლების 30%-ს ფარავს.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა ხელი მოაწერეს მემორანდუმში ცვლილებას სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერის შესახებ.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ ღონისძიების ფარგლებში, აუდიტორიას პროგრამის შედეგები გააცნო, ხოლო სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა საკუთარი საქმიანობა წარმოადგინეს.