e-Catalog-ი მოიცავს სრულ ინფორმაციას სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის, სწავლების საფეხურის/სექტორის, სასწავლო პროცესის, პროგრამების, პედაგოგებისა და მოსწავლეთა მიღწევების შესახებ, სკოლის უსაფრთხოების და ა.შ. კატალოგის ნახვა ვებგვერდზე www. ecatalog.emis.ge-ზეა შესაძლებელი.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა გიორგი გულუამ e-Catalog-ის პრეზენტაცია გამართეს.
საქართველოში პირველად შეიქმნა სრულყოფილი ელექტრონული კატალოგი, რომლით სარგებლობა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. კატალოგი დაეხმარება პირველკლასელთა მშობლებსაც სასურველი სკოლის შერჩევასა და ინტერნეტრეგისტრაციაში, გაამარტივებს მოსწავლეთა მობილობის პროცესს. კატალოგში ასევე განთავსდება სკოლის საატესტატო გამოცდებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ მოსწავლეთა მონაცემები.
ელექტრონული კატალოგის შექმნა საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს მრავალკომპონენტიანი E-strategy-ის (ელექტრონული სტრატეგია) ფარგლებში განხორციელდა და იგი სასწავლო დაწესებულებების გამჭვირვალეობასა და ხელმისაწვდომობას ემსახურება. მომავალში დაგეგმილია უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ელექტრონული კატალოგის შექმნა.
Video