შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტები საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებსა და არდადეგების პერიოდში სკოლების რეაბილიტაციაზე გაკეთდა. მინისტრის მოადგილემ მასწავლებელთა შეკითხვებსაც უპასუხა.
ოზურგეთში 42 საჯარო და 2 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. რაიონის 1400 მასწავლებლიდან 100 სერტიფიცირებულია, მათ შორის 5 პედაგოგი 1000 ლარიან ხელფასს იღებს. 2012 წლის სასერტიფიკაციო გამოცდებზე 700 პედაგოგია დარეგისტრირებული.
ოზურგეთში გასულ წლებში 15 საჯარო სკოლაში განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარე წელს 16 საჯარო სკოლა გარემონტდება. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა სკოლაში გეგმაზომიერად, პრიორიტეტების გათვალისწინებით, ეტაპობრივად მიმდინარეობს. ეს პროცესი შეუქცევადია და მომავალშიც გაგრძელდება.