მე-200 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 157 მოსწავლე სწავლობს, მათგან 110 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს და არდადეგებსაც სკოლაში ატარებს. მინისტრი განსაკუთრებულ დღეებში ამ მოზარდებს ხშირად სტუმრობს და ასაჩუქრებს.
სამინისტრო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციაზე აქტიურად მუშაობს, ხორციელდება სხვადასხვა პოექტი, რომელშიც როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, ამ სკოლის მოსწავლეებიც არიან ჩართულნი. №200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებზე და ზოგადად ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებათა ბინადრებზე ზრუნვა სამინისტროსთვის პრიორიტეტია.