დასაქმების პროექტის ”Summer Job” მონაწილეები, რომელთაც სამედიცინო მიმართულება აირჩიეს, საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებსა და საავადმყოფოებში ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ. მათ სხვადასხვა სამუშაოს შესრულება მოუწევთ, ამით ისინი გამოცდილებას შეიძენენ და პირველ ანაზღაურებასაც მიიღებენ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტური დასაქმების პროექტის ”Summer Job” ფარგლებში 25 000 სტუდენტი დასაქმდება. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში, 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე, სხვადასხვა სახელმწიფო და თუ კერძო სექტორში იმუშავებენ. თითოეული სტუდენტი ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებს.
ერთთვიანი სამუშაოს შესრულებისას გამომუშავებული თანხა სტუდენტს საშუალებას მისცემს საკუთარი სწავლა თავად დააფინანსოს ან თანხა სურვილისამებრ გამოიყენოს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.