ოჯახში და მის გარეთ, ბავშვზე ძალადობის ყველა ფორმის აღკვეთა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, სოციალური მუშაკებისა და სკოლების მანდატურებისთვის ერთობლივი გადამზადების ტრენინგები დაიწყო.
სწავლება ბავშვთა ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებას, რეფერირებისა და რეაგირების სწორი მექანიზმების დანერგვასა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. ტრენინგები, მთელი საქართველოს მასშტაბით გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება.
ბავშვების ძალადობისაგან დაცვაზე ერთობლივი მუშაობა განათლებისა და მეცნიერების, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა 2010 წელს დაიწყეს.