კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ლაბორატორია საქართველოში საინჟინრო დარგის განვითარებას შეწყობს ხელს და ღია იქნება ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულების, სტუდენტისა და მეცნიერისთვის. აქ შესაძლებელია პრაქტიკული სამუშაოების, ცდებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელება. ლაბორატორიაში იწარმოებს ანალიზი შენობის მდგარდობის განსაზღვრის მიზნით.
საერთაშორისო სტანდარტების მქონე ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. რეგიონის მასშტაბით ლაბორატორია ერთადერთი და უნიკალურია. აქ შესაძლებელია სამშენებლო მასალების უახლესი ევროპული და ამერიკული მეთოდების გამოყენებით ტესტირება.
ტექნიკური, ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით გამოირჩევა საშენი მასალების, გეოტექნიკური და ასფალტ-ბეტონის ლაბორატორიებში არსებული აპარატურა. აქ ხორციელდება ცემენტის, ბეტონის, ლითონის კონსტრუქციების და სხვა სახის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობები ფიზიკო-მექანიკური თვისებების შესწავლა და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა, ასევე გრუნტების მახასიათებლების დადგენა შემდგომში მშენებლობისათვის სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად.
ლაბორატორიაში მოქმედი აპარატურის მეშვეობით შესაძლებელია შენობა-ნაგებობების 3-D სკანერით დასკანერება და სამგანზომილებიან ფორმატში ზუსტი გამოსახულების შექმნა. ლაბორატორიაში ფუნქციონირებს შვეიცარული წარმოების გლობალური პოზიციონირების სისტემა (GPS), რომელიც გამოიყენება მიწის ნაკვეთების ზუსტი აზომვითი ნახაზის შედგენისათვის, საპროექტო და ტოპოგეოდეზური სამუშაოების შესასრულებლად. თანამედროვე აპარატი საჯარო რეესტრის GEO-CORS-ის სისტემაშია ჩართული, რაც იძლევა საშუალებას მაღალი სიზუსტის მონაცემების მიღებას.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ლაბორატორიისათვის ასევე შეიძინა შვედური წარმოების ხელსაწყო გეორადარი, რომელიც როგორც არქეოლოგიურ, ასევე საინჟინრო და გეოლოგიურ კვლევებში გამოიყენება.
ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალით.