ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი აკვირდებოდნენ.
გამოცდის მიზანია შემოწმდეს, შეუძლია თუ არა პედაგოგს პროფესიული განვითარებისა თუ სწავლების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, რომელიც მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამისათვის პედაგოგს ინტერნეტის გამოყენება და კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა მოეთხოვება.
მასწავლებელთა სერტიფიცირების მიზანი მათი
კვალიფიკაციის ამაღლება და ხელფასების ზრდაა. საბოლოოდ სერტიფიცირებული
მასწავლებლების სახელფასო სქემა ასეთია: სერტიფიცირების დანამატი 75 ლარი;
დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი;
ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო
25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ; პედაგოგებს კი, რომლებიც
საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75
ლარით გაიზრდებათ.
Video