დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ქუთაისში პროფესიულ კოლეჯ ,,იბერიას’’ ეწვივნენ. 7 მაისიდან ამ კოლეჯში ახალი პროექტის ფარგლებში დაფინანსებული 360 სტუდენტი დაეუფლება დურგლის, ზეინკალ-სანტექნიკოსის, ელექტრიკოსოს, ძრავის შემკეთებლის, მკერავის, სასტუმრო საქმის მწარმოებლის, ინფორმაციული ტექნოლოგის, გრაფიკოსის, მზარეულის, მღებავის, მეფილე - მომპირკეთებელის, სარესტორნო საქმის მწარმოებელის, შემდუღებელის და სხა პროფესიებს.
დიმიტრი შაშკინმა კოლეჯის სტუდენტებთან ერთად სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა. მინისტრმა სიმბოლურად თავადაც შეასრულა ის სამუშაოები, რასაც მომავალი დურგლები და ზეინკლები შეასრულებენ.
ახალი პროქტის ფარგლებში, წლის განმავლობაში ვაუჩერული დაფინანსებით 7 000 ადამიანი ისწავლის. ვაუჩერით სრულად ფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.