საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი შოთა გამყრელიძე 65 წელია წარმატებით მოღვაწეობს სამედიცინო სფეროში. იგი ფსიქიატრიის დამოუკიდებელი მიმართულების - კლინიკური ფსიქოფარმაკოთერაპიის ფუძემდებელია საქართველოში.
მედიცინის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ფსიქიატრიის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, მეცნიერი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ვერცხლის მედლით. აკადემიკოსი შოთა გამყრელიძე სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების საბჭოებისა და სარედაქციო კოლეგიის წევრია.
დიმიტრი შაშკინმა მადლობა გადაუხადა ღვაწლმოსილ მეცნიერს ქართულ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. მინისტრმა 9 მაისი ასევე ყველა ომის მონაწილე ვეტერანს მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.